მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

ქართული ღვინის კონკურენტული უპირატესობა უნიკალურობა და ხარისხია - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

news image

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 10 წელია, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იკლებს. ბაზარზე გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, ქართული ღვინის უპირატესობა უნიკალურობა და ხარისხი რჩება. ჩვენ მარკეტინგული ღონისძიებებით მომხმარებელში ვქმნით ქართული ღვინის უნიკალურობის მოლოდინს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული შესაბამისი ხარისხით, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა შემდეგი ფასები: ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი: შაქრიანობა აღემატება 20%-ს - 1,30 ლარი; შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე - 80 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი; რაც შეეხება საფერავს: შაქრიანობა აღემატება 22%-ს - 1,50 ლარი, შაქრიანობა 17%-დან - 22%-მდე - 90 თეთრი, შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს - 30 თეთრი.

„ყველა მეღვინე დამეთანხმება, რომ ხარისხი იწყება ვენახიდან და ყურძნიდან, ჩვენ სხვა გზა და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ გაგვაჩნია - მხოლოდ და მხოლოდ ხარისხი. რთვლის დროს ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს უკვე დავნერგეთ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებაში. ერთი მხრივ არის გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ სოციალური პასუხისმგებლობით, რომ ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი, მაგრამ სოციალური რთველი არ უნდა გადაიზარდოს რაოდენობაზე ორიენტირებულ პროცესში. მევენახეებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა დარგის მომავლის წინაშე, ახლავე იზრუნონ საკუთარ ვენახებზე და მიიღონ მაღალი ხარისხის ყურძენი“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines"-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა

23.04.2026.18:49

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines"-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. საუბარი შედგა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.

 

ქართულმა მხარემ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციასა და ტურიზმის სექტორის ზრდის მაღალი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეს საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელზე - 2025 წელს ქვეყანამ 127,895 ჩინელი ვიზიტორი მიიღო, რაც 44%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინურ ავიაკომპანიასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე თბილისიდან როგორც პეკინის, ასევე ჩინეთის სხვა ქალაქების მიმართულებებით პირდაპირი რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა და „China Southern Airlines"-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილემ ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის მარშრუტის ფარგლებში რეგიონული სატვირთო ჰაბის ფუნქციონირების შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ "China Southern Cargo"-ს სატვირთო ოპერაციებისთვის თბილისიდან შესაძლებელია პირდაპირი წვდომა შავი ზღვის პორტებზე, სარკინიგზო დერეფნებსა და ასევე რეგიონის საავტომობილო ქსელებზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების ტრანსპორტირების მასშტაბს და ეფექტიანობას.

 

ავიაკომპანია "China Southern Airlines" ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდია არამარტო ჩინეთის, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. კომპანია ავიარეისებს  121 მიმართულებით მსოფლიოს 65 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა