პროდუქტიულობის ქვეინდექსი საკმაოდ მზარდია და ეს მიუთითებს, რომ ამ დარგში გვაქვს პროგრესი - ლაშა ქავთარაძე
პროდუქტიულობის ქვეინდექსი ზრდის ტენდენციას აჩვენებს და 2017–2024 წლებში დარგში მნიშვნელოვანი პროგრესზე მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სექტორი სხვა დარგებთან შედარებით კვლავ ნაკლებ პროდუქტიულია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ინდექსში 2022 წელს დაფიქსირებული დროებითი შენელება ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებით იყო განპირობებული.
„რაც შეეხება ქვეინდექსების დინამიკას, მაგალითად პროდუქტიულობის ქვეინდექსი საკმაოდ მზარდი არის და ეს მიუთითებს, რომ ამ დარგში გვაქვს პროგრესი პროდუქტიულობის კუთხით. შესაძლოა ჯამურად სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქტიულობა არ იყოს ისეთივე მაღალი, როგორც სხვა დარგებში არის და რა თქმა უნდა დაბალი არის იმიტომ, რომ უფრო მეტი დასაქმებული არის ამ დარგში და შესაბამისად გამოშვება არ არის ასე ვთქვათ იმ დონის და ნაკლებ პროდუქტიულობაზე მიუთითებს. თუმცა ჩვენ როდესაც ვზომავთ, მაგალითად მოსავლიანობის, ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის, მეცხოველეობის პროდუქტების წარმადობის და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის პროგრესი მნიშვნელოვნად არის 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. და ერთი წელი იყო ამ ჩვენს ინდექსშიც ნაჩვენები არის 2022 წელი, როდესაც შენელება იყო და ეს შენელება ძირითადად ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობის გაუარესებამ გამოიწვია. და ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს მაგალითად ამინდის გარემო პირობებს.
რაც შეეხება მეორე სექციას - ფასების სტაბილურობას - ეს გარკვეული რყევადობით გამოირჩევა. აქ შედის, როგორც აღვნიშნე, შუალედური დანახარჯები, ფასები ფერმის კართან და სურსათის ფასების რყევები. ყველაზე დიდ გავლენას ამ სექციაზე სურსათის ფასების რყევები ახდენს. მაგალითად 2019-2020 წლები იყო, როდესაც რყევები მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და შესაბამისად ამ ქვეინდექსზე უარყოფითად იქონია გავლენა. შემდგომ 2021 წელი იყო დასტაბილურება, მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ფასების დონე შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ თვითონ რყევების ნაწილში იყო სტაბილურობა მიღწეული. 2022 წლიდან ისევ დაიწყო რყევები, 2023 წლის გარკვეულ თვეებში გაგრძელდა და დასტაბილურება ისევ 2024 წელს გამოჩნდა. იყო პერიოდი, მაგალითად 2022 წელს აქაც მაგალითად სამუშაო ძალის ისა შუალედური დანახარჯები ერთი პროდუქციის გამოსაშვებად იყო გარკვეული ასე ვთქვათ შენელება, თუმცა ჯამურად მაინც ყველაზე დიდ გავლენას, როგორც უკვე ვთქვი, პირველი კომპონენტი ახდენს.
რაც შეეხება ბოლო - ინვესტიციების სექციას, ამ მიმართულებით პროგრესი გვაქვს. 2017 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები მზარდია. განსაკუთრებით მაღალი ზრდის ტემპი 2017-2021 წლებში ფიქსირდება, რასაც მოგვიანებით გარკვეული შენელება მოჰყვა. აღნიშნულ ზრდას ჩვენ 2017 წლიდან ბიზნესის წილის შესამჩნევ მატებას ვუკავშირებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბიზნესის წილი მოკრძალებული არის, დაახლოებით 10-12%-ის ფარგლებში არის საერთო მაჩვენებელში. ეს პროგრესი მნიშვნელოვნად იყო შესამჩნევი წინა პერიოდებში, ახლა შენელებული არის. შესაბამისად ეს გამოწვევა არის ამ დარგისთვის, იმიტომ რომ მეტი ინვესტიციები სჭირდება, მეტი ინფრასტრუქტურა გვჭირდება ჩვენ სოფლის მეურნეობის დარგში იმისათვის, რომ ინვესტიციების ზრდამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით გააუმჯობესოს შემდგომ პროდუქტიულობის მაჩვენებელი. და ორივე კომპონენტი ფაქტობრივად ყველაზე მაღალი წონით გამოირჩევა ჩვენს ინდექსში და შესაბამისად ეს იქნება მამოძრავებელი, რომელიც ინდექსის ზრდის ტემპს დააჩქარებს შემდგომ პერიოდში, თუ ჩვენ ვიხილავთ უფრო გაზრდილ ინვესტიციებს და შესაბამისად ბიზნესის უფრო გააქტიურებას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართელოში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი
26.03.2026.11:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 12 269.6 ათასი დოლარის ღირებულების 48 666.0 ტონა ხორბალი იყიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ხორბლის იმპორტი 41 821.5 ტონის დონეზე იყო. შესაბამისად წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 16%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო ხორბლის იმპორტს ახდენს: