პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან, წარმატებით მუშაობს პოტენციურ ინვესტორებთან.
„ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრივატიზების მიმართულებით - მუდმივად გვაქვს გაწერილი გეგმა/გრაფიკი, რომლის მიხედვითაც აქტიურად ვმუშაობთ როგორც გუნდის შიგნით, ისე პოტენციურ - როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით შესრულების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის მობილიზება მოხდა. იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა. ამ პერიოდში გამოცხადდა 463 ელექტრონული აუქციონი, ხოლო აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.
„რა თქმა უნდა, პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება, ბევრი შიდა და საერთაშორისო ინვესტორი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა უკვე 59.3%-ით არის შესრულებული. მარიამ ქვრივიშვილის პროგნოზით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი წლის ბოლომდე ასევე წარმატებით წარიმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.10:58
2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით.
მათ შორის:
⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4 პროცენტით;
⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7 პროცენტით;
⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით.
2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4 პროცენტით.