მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

news image

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს და სტადიონის კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს დღეებში შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

კომისიის წევრებმა ქვეყანაში სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალი, მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც გაზრდის ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას.

„ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 000 მაყურებელს. მოთხოვნა არის მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც საიმიჯო კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის ისე სარაგბო მატჩებისთვის. აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. მოქმედი ინფრასტრუქტურა ამ კუთხითაც პრობლემურია. ახალ სტადიონზე გვექნება შესაძლებლობა, უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა, რაც დღეს ქვეყანას არ აქვს და სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებების მასპინძლობა იქნება შესაძლებელი. ახალი სტადიონის მშენებლობა ხელს შეუწყობს საკლუბო ფეხბურთში, ასევე რაგბიში ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილება კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჰოლანდიურ კომპანიასთან კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

კომისიის სხდომაზე რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც იმსჯელეს. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი სტადიონების მშენებლობას გეგმავს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა