მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

 

საბჭოს წევრებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით შემოსულობები 102.2%-ით, საგადასახადო შემოსავლები 101.7%-ით, პრივატიზაცია 124.3%-ით, გადასახდელები 100.3%-ით, კაპიტალური ხარჯები კი, 101.2%-ით შესრულდა, ხოლო მშპ-სთან მიმართებით  ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5% შეადგინა.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა და სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა  3 434.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (3 351.4 მლნ ლარი) 83.3 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354.4 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმაც გადააჭარბეს 2023 წლის გეგმებს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 2 018.8 მილიონი ლარი (გეგმის 104%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 839.0 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" – 521.1 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" – 43.0 მილიონი ლარი (გეგმის 101 %).

 

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის ექსპორტირებულია 33 800 ტონა, 22 მილიონი აშშ დოლარის ციტრუსი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ  2 474 000 ლარი შეადგინა. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, პროცესი გრძელდება და დამატებით 3-5 ათასი ტონის გადამუშავება იგეგმება.

 

განხილულ იქნა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი. აღინიშნა, რომ 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება. 

 

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3,0 თეთრით,  სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება. 

 

მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია  12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ცენტრალური ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში, რომ სხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს და ასეც გაგრძელდება - ნათია თურნავა

07.04.2026.12:52

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შედარებით დაბალ ინფლაციური პერიოდები გვქონდა, გამომდინარე რისკებიდან (რუსეთ-უკრაინის ომი, აღმოსავლეთის კონფლიქტი), ჩვენ შევხვდით ამ გამოწვევას გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთით, 8% არის დღეის მდგომარეობით, ჩვენი პოლიტიკის განაკვეთი. მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ის შევინარჩუნეთ, ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, ანუ 1%-ით მაღალია, ვიდრე ჩვენი ნეიტრალური განაკვეთი. გვქონდა იმედი რა თქმა უნდა რომ შემდგომ მისი ნორმალიზაცია და შემცირება შეგვეძლებოდა თუმცა ახლა ჩვენ მსგავსად ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის  ცენტრალური ბანკისა ჯერ-ჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში და ვუყურებთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა ხანგრძლივობით იქნება გამოხატული შოკი. გამომდინარე აქედან, ჩვენ მზად ვართ იმისთვისაც რომ გამკაცრება გავაკეთოთ ჩვენი პოლიტიკის, თუმცა დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ თუ ნახავთ მათ შორის, წამყვანი ცენტრალური ბანკების ქმედებას ძირითადად, ისინიც არიან ჯერ-ჯერობით მოლოდინის რეჟიმში. ზოგადად, საქართველოს ცენტრალყრი ბანკი იმით არის ცნობილი ბოლო შოკების პერიოდში რომ სხვებზე უფრო სწრაფად  რეაგირებს და ასეც გაგრძელდება , -  ⁠განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა