პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები - ჩვენ არ გვსურს ბიზნესის ინტერესების დაზარალება l ირაკლი კობახიძე
პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს.
„ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და დავპირდი მათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს მათთან. ჩვენ გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი - ერთ მხარეს არის გარემოს დაცვითი ინტერესები, მეორე, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები. თუმცა, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. დრო ბევრია, ძირითადი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია 2027 წლის პირველი თებერვლიდან. ერთი წლის განმავლობაში შეიძლება გადავავადოთ, შეიძლება შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა პროდუქტებზე. შესაბამისად, იქნება ის გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და მეორეს მხრივ, ბიზნესის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქში ცხოვრობს - როდის გახდება ცნობილი მოსახლეობის აღწერის საბოლოო მაჩვენებლები
16.03.2026.21:30
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 3 914 000 შეადგენს, ხოლო ქვეყანაში ურბანიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა და მოსახლეობის დაახლოებით 64% ქალაქებში ცხოვრობს. მისი თქმით, განსაკუთრებით გაიზარდა თბილისის და ბათუმის მოსახლეობის რაოდენობა, ხოლო აღწერის უფრო დეტალური მონაცემები ეტაპობრივად აპრილსა და ივნისში გამოქვეყნდება.
„მოგეხსენებათ ჩვენ 2024 წელს დავასრულეთ მოსახლეობის აღწერა და წინასწარი შედეგები უკვე გასული წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ - 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად საქართველოში. აღწერის შედეგად გამოვლინდა ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ გაზრდილია ქალაქ-დასახლების წილი. ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი, ანუ თუ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 59 პროცენტი 10 წლის წინ, ანუ რამოდენიმე პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1 მილიონ 80 ათასიდან 1 მილიონ 330 ათასამდე. ასევე გაზრდილია ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა, რაზეც აისახა ეს ურბანიზაციის მაჩვენებელი, დაახლოებით 153 000 კაცი ცხოვრობდა ბათუმში და ახალი აღწერის შედეგების მიხედვით 235 000-ს აღემატება. უფრო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაანალიზოთ ასაკობრივი სტრუქტურა და შემდეგ საბოლოო შედეგები, სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის ივნისში და ამით დავხურავთ აღწერასთან დაკავშირებულ საკითხებს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისა გოგიტა თოდრაძემ.