მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

პირველი მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისთვის დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება - საპენსიო ფონდი

news image

საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება სრულდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც საჭიროა დამსაქმებელმა საპენსიო ფონდის ნომინალურ მფლობელების ანგარიშზე, არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე უზრუნველყოს შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვა.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა.
აქედან გამომდინარე, საპენსიო ფონდი გთხოვთ, ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ დეკლარირების დროულობას, სიზუსტეს და შესაბამისი საბალანსო თანხის არსებობას არაუგვიანეს დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღის 24:00 საათამდე.
საბალანსო თანხის მესამე პირის მიერ ჩარიცხვისას გადაამოწმეთ არის თუ არა ასახული ჩარიცხული თანხა საბალანსო თანხაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს

17.07.2025.13:00

2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;

ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;

ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;

ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;

ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა