მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

პირველადი მოხმარების საქონელი 6%-მდე ფასნამატით იყიდება, მისი თვითღირებულების ხარჯი 17 პროცენტია - სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება - „უნივერსამის“ დამფუძნებელი

news image

„უნივერსამის“ დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, იმ პროდუქტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც „ქეშბექი“ არ აქვს და მინიმალური ფასნამატით იყიდება. 

ღუდუშაურის განმარტებით, აღნიშნული პროდუქტების თვითღირებულების ხარჯის დასაბალანსებლად, სხვა პროდუქციის „ქეშბექს“ იყენებს, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, პირველადი მოხმარების ნივთები გაძვირდებოდა.

„პროდუქციაში, რომელსაც „ქეშბექი“ არ აქვს და აქვს მინიმალური ფასნამატი, შედის სიგარეტი და ის პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც 6 პროცენტამდე ფასნამატით იყიდება დღესდღეობით სუპერმარკეტებიდან. 6 პროცენტით გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი მაქვს 17 პროცენტი - მე ეს სხვა, მაგალითად, ღვინოდან მიღებული „ქეშბექით“ თუ არ დავაბალანსე, მივიღებთ სურათს, რომ ღვინო გაგვიიაფდება და შაქარი გაგვიძვირდება. ანუ, მე ამ „ქეშბექს“ ვხმარობ წმინდა შემოსავალში და ვაკლებ ჯამურად ფასს. პროცენტს ვერ კონკრეტულად იმ ღვინოზე ავსახავ თუ არა, დაზუსტებით გიპასუხებთ რომ - არა. 

მე რომ შაქრის გაყიდვიდან ხარჯი მაქვს 17 პროცენტი, შაქარს 17 პროცენტს ვერ ვამატებ და რაღაცით უნდა დავიბალანსო. სხვა შემთხვევაში, ღვინო გაგვიიაფდება 20%-ით და შაქარი გაგვიძვირდება 10%-ით, იმიტომ, რომ იქ „ქეშბექი“ არ არსებობს, იმის ფასნამატი არის 5-6 პროცენტი, მათ შორის, სიგარეტზე და ჩვენ სხვადასხვა პროდუქციიდან მიღებული მარკეტინგული შემოსავლით, სუბსიდირებას ვუწევთ იმ პირველადი მოხმარების საქონელს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

11.03.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1695 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0229 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა