მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

პირველად საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთი ელექტროსადგური მიუერთდება, ჯამური სიმძლავრით - 10 მგვტ

news image
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ერთიან ენერგეტიკულ ქსელს მზის ხუთ ელექტროსადგურს მიუერთებს, ჯამური სიმძლავრით - 10 მგვტ. ელექტროგადამცემ ქსელში მზის ენერგიის ინტეგრაცია საქართველოში პირველად განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე სოხაძის ინფორმაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" პროექტის განსახორციელებლად კახეთის რეგიონში, მის კუთვნილ 5 ქვესადგურში  („ჯუგაანი 110", „ხირსა 110"„ გამარჯვება 110", „ქისტაური 35", „ქედი 35")  6/10 კვ ძაბვის, თანამედროვე ტიპის უჯრედების მოწყობა უკვე დაასრულა.
„გლობალური ენერგეტიკული გამოწვევების ფონზე ენერგეტიკული თვითკმარობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიმდინარე ჰიდროპროექტების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც. საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით დასკვნით ეტაპზეა ჯამურად 10 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტები", - აღნიშნა ალექსანდრე სოხაძემ. 
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აქტიურად მუშაობს მწვანე ენერგიების ქსელთან მიერთების მიმართულებით - განახლებადი ენერგიის წყაროების სისტემაში ინტეგრაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე, გაზრდის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
ამჟამად სამშენებლო ფაზაშია 125 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურები (ჯამური ინვესტიციით 195 მლნ.აშშ.დოლარი) რომელთა ეტაპობრივი ამოქმედება მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას. ასევე დაახლოებით 200 მეგავატზე (ჯამური  ინვესტიცია დაახლოებით 240 მლნ. აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების გადაყვანა სამშენებლო ეტაპზე. რაც შეეხება მზის ელექტროსადგურებს, გარდა ნეტო-სადგურებისა, ამ ეტაპზე დასკვნით ფაზაშია 10 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბანკების თანამონაწილეობით, მათი ჯამური ინვესტიცია 4.75 მლნ. დოლარია, ხოლო დაახლოებით 150 მეგავატზე (ჯამური ინვესტიცია 88.45 მლნ აშშ დოლარი) უკვე დასრულებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და განიხილება შესაბამისი პროექტების  სამშენებლო ეტაპზე გადაყვანა.
 „განახლებადი ენერგიების ოპტიმალური ათვისება გრძელვადიან პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია, ვინაიდან აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყანაში გენერაციის მომატებას, რაც საერთო ჯამში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალ წლებში ნეტ-ექსპორტიორი გავხდეთ", - აცხადებს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი. 
ამასთან, ალექსანდრე სოხაძე ხაზგასმით აღნიშნავს ამ კონტექსტში  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს წლებში საქართველოსა და ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს დააკავშირებს. პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ადგილობრივი მწვანე ენერგიის პირდაპირ ევროპულ ბაზარზე გატანა. ეს თავის მხრივ, გააჩენს რეალურ შესაძლებლობას, რომ საქართველომ განახლებადი ენერგიების განვითარებით უზრუნველყოს როგორც საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე წვლილი შეიტანოს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წლის 6 თვეში 5 424 მშენებლობის ნებართვა გაიცა

30.07.2025.11:27

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა