მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

პირი, რომელმაც ორსულები სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და 237 000 ლარი მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს

news image

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული, 2021-2022 წლებში, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ორსულ ქალებთან და ფიქტიურად გააფორმა ისინი მის მმართველობაში არსებულ საწარმოებში, შემდგომ დაამზადა ყალბი დოკუმენტები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თითქოსდა საწარმოებში დასაქმებული 237 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 237 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა განაწილებულ იქნა ბრალდებულსა და ორსულ ქალებს შორის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა