მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

პენსიებში 300 მლნ-ზე მეტს ვიხდით ყოველთვიურად და სასაცილოა 3 მლნ-ს გეგმასთან შედარებით დანაკლისი იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები და ხელფასები ვეღარ დარიგდება - გიორგი კაკაურიძე

news image

ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ეხმაურება 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აბსურდია განცხადება იმის შესახებ, რომ პენსიებისა და ხელფასების დარიგებას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება.

„ბოლო პერიოდში ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, ჯერ იანვარში დღგ-ის გადასახადის ნაკლები შემოსვლის გამო აიგო მითი, თითქოს ეკონომიკა „ჩამოიქცეოდა", თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში, დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. ასევე, უკვე გამოქვეყნდა, როგორც სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზები და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შენარჩუნებულია მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. რაც შეეხება გადასახადების შესრულებას - მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, რომ გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული და უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე დაგეგმილი იყო, გარკვეული სახეების მიხედვით არსებულ ჩამორჩენებზე, კიდევ ერთხელ, აიგო მითი, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოვახერხებდით პენსიების დაფინანსებას, რაც შეიძლება ითქვას სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მლნ დაგვაკლდა, მაშინ, როცა პენსიებში 300 მლნ-ზე მეტს, ანუ ასჯერ მეტს ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა, სასაცილოა 3 მილიონის გეგმასთან შედარებით დაკლება, იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები და ხელფასები ვეღარ დარიგდება, რაც აბსურდია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება - სემეკი

24.04.2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა