მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

პარლამენტის დროებით კომისიას ექნება დასკვნა კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებით და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც სექტორს კონკურენტუნარიანს გახდის - შოთა ბერეკაშვილი

news image

„პარლამენტის დროებითმა კომისიამ FMCG სექტორის 80-ზე მეტი წამყვანი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა საქართველოში, მათ შორის არიან როგორც მწარმოებლები, ასევე იმპორტიორები, დისტრიბუტორები და საცალო ქსელები. გავეცანით მათ ბიზნეს პროცესებს, საოპერაციო ხარჯებს, ფინანსურ მდგომარეობას და კაპიტალის სტრუქტურას. ასევე შევისწავლეთ შვიდი ევროპული ქვეყნის გამოცდილება საკვებ პროდუქტებზე ინფლაციასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, კომისია აქტიურად მუშაობს გეგმაზე და შეიმუშავებს დასკვნას კონკრეტული რეკომენდაციებით, ნაბიჯებითა და სტრუქტურული ცვლილებებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, აღნიშნულ სექტორს გახდის ძალიან კონკურენტუნარიანს და ეფექტურს.

„ჩვენ მივიღებთ სისტემურ შედეგს, მათ შორის, ცვლილებების დანერგვისთანავე. ასევე გვაქვს გეგმა საშუალო პერიოდზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული სექტორის გარდაქმნა ისე, რომ მან იმუშაოს ეფექტურად და არ მოხდეს დამატებითი ხარჯის შექმნა.
ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი იქნება შევძლოთ აღნიშნული სექტორის მონიტორინგი, იმისთვის რომ მას ჰქონდეს ფინანსური დისციპლინა. უმნიშვნელოვანესია, რომ პროცესები იყოს ჯანსაღი, არსებობდეს კომერციული ურთიერთობების ჩარჩო, რომელიც სექტორს გახდის კონკურენტუნარიანს და წარმატებულს", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.04.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1800 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0281 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა