პარლამენტის ახალი პროექტის თანახმად ვირტუალური აქტივების პრუდენციული ზედამხედველობა იწყება და ნებადართული სერვისების ფართოვდება
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობა სრულად ექცევა ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ, რაც გულისხმობს, მათ შორის, პრუდენციული სტანდარტების კონტროლს. პარლამენტში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობასთან დაკავშირებით, ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა.
ქვეყნის ცენტრალურ ბანკს ეძლევა უფლებამოსილება სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები ხორციელდება ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ 13“ ქვეპუნქტში, რომელშიც ზუსტდება ვირტუალური აქტივის მომსახურების განმარტება და ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელიც ასევე ჩაითვლება ვირტუალური აქტივის მომსახურებად. „ამ ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს თანამედროვე რეალობიდან, სადაც სწრაფად იქმნება ახალი ფინანსური სერვისები და პროდუქტები, რის გამოც შეუძლებელია კანონში გათვალისწინებული იყოს მომსახურებათა სრული ჩამონათვალი.
ასევე ცვლილება შედის ორგანული კანონის 525 მუხლში, რომელიც ქმნის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ზედამხედველობის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლით გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება, რომელიც მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისგან ნებისმიერ ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებას როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობის წესის და შესასრულებელი მოთხოვნების განსაზღვრის უფლებას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის და მისი გაანგარიშების წესის დადგენას, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნების, რისკების მართვის სტანდარტების, რისკების ჩარჩოს შესახებ და სხვა დამატებითი მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილებას.
დამატებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე გავრცელების მიზნით, ცვლილებები ხორციელდება ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-12 პუნქტში და 641 მუხლს ემატება 1 1 პუნქტი, რომლითაც ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისთვის დაადგინოს მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული წეს(ებ)ი.
ამოღებულ იქნება ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებას საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ; ორგანული კანონის 32-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებით, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, უფლებამოსილ იქნება ეროვნულ ბანკში გახსნას ანგარიში; ორგანული კანონის 49-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებით, ზუსტდება რომ შაბათი ან/და კვირა დღე შეიძლება გამოცხადდეს საბანკო დღედ“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარებით, ახორციელებს ფინანსური სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გადახედვას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს ფინანსური სფეროს განვითარების ხელშეწყობას.
გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წელს შეიმუშავა ტექნიკური დახმარების ანგარიში, რომელში ასახული ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ შეზღუდულიყო ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილება, სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ასევე შეეხება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის ზედამხედველობის ნაწილში და ის სრულად მოექცევა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რაც გულისხმობს მათ შორის პრუდენციულ ზედამხედველობას.
უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, 2022 წლის 9 სექტემბერს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი, 2023 წლიდან აქტიურად ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციას. დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 27 ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი და კიდევ რამდენიმე სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერზე ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დღეის მდგომარეობით შემოიფარგლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგისტრაციითა და რეგისტრაციის გაუქმებით, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შემოწმებით და რეგულირებით, ვირტუალური აქტივის გადაცემისას თანმხლები ინფორმაციის განსაზღვრით (ძალაში შევიდა 2027 წლის 31 დეკემბრიდან) ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო მთელ მსოფლიოში მზარდია და სწრაფად ვითარდება, მათ შორის, იზრდება ამ მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ თავის საზედამხედველო უფლებამოსილებას სრულად ახორციელებდეს, როგორც პრუდენციული ზედამხედველობის, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვის, კიბერ უსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების ნაწილში.
შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობის მომწესრიგებელი ორგანული კანონის 525 მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად, მსგავსად ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა სუბიექტების მარეგულირებელი ნორმებისა.
სხვა სიახლეები
23.09.2025.17:00
მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 062.8 ტონა. შესაბამისად საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს.
2025 წლის 8 თვის მაჩვენებლებით ქართული თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ თხილი გაყიდა: