მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე

news image

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში, - განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში. 

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. 

გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე

21.10.2025.21:26

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში, - განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში. 

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. 

გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა