„პალომას“ ახალი გემოები 1-ელი აგვისტოდან ბაზარზეა
1-ელი აგვისტოდან „პალომა“ ბაზარს საკუთარი ნაყინის 3 ახალ პოზიციას წარუდგენს. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საწარმოს დირექტორმა გიორგი ჭიჭიკოშვილმა განაცხადა. როგორც ცნობილია, "ნიკორა ჯგუფი" "პალომას" ბრენდის ქვეშ პროდუქციას 2005 წლიდან აწარმოებს და დღეს, ახლა უკვე მომხმარებელს 24 სახეობის ნაყინს შესთავაზებს.
„წლევანდელ სეზონზე „პალომას“ ბრენდს სიახლეები აქვს, რომელიც „ნიკორას“ და „ლიბრეს“ ქსელებში იქნება ხელმისაწვდომი. ბაზარზე გამოვიტანთ „პალომას“ ნაყინის 3 ახალ პოზიციას: ვანილის ესკიმო, ვანილის ესკიმო თხილით და ასევე “დელისომო“ - ვანილის ნაყინი შოკოლადის გარსით
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი გვიან დაიწყო და შედარებით გრილი ამინდები გვქონდა გაყიდვების კუთხით შეფერხება არ ყოფილა. ზოგადად საქართველოში ნაყინი ძალიან გვიყვარს და აქედან გამომდინარე გაყიდვების ტემპი იყო სტაბილური, რისი მოლოდინიც გვქონდა კიდეც. „პალომას“ ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს და შესაბამისად, გაყიდვების კუთხით უამინდობას გავლენა არ მოუხდენია“, - განმარტავს გიორგი ჭიჭიკოშვილი.
აღსანიშნავია, რომ „პალომას“ ნაყინი აქტუალურობას არც ზამთრის პერიოდში კარგავს და ცივ სეზონზეც ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად ითვლება.
„ზამთარში ზაფხულთან შედარებით ბუნებრივია სხვაობა არის, თუმცა მოთხოვნა ზამთარშიც არის. ჩვენ ზამთარშიც ვაწარმოებთ პროდუქტს. ჩვენი პროდუქტი ზამთრის სეზონზეც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის. რა თქმა უნდა გაყიდვების კუთხით სხვაობა სახეზეა, თუმცა თუ კი მომხმარებელს მოუნდება, რომ საახალწლო სუფრაზე პალომას ნაყინი ჰქონდეს ამას თავისუფლად შეძლებს“, - აღნიშნავს „პალომას“ ნაყინების მწარმოებელი საწარმოს ხელმძღვანელი.
ბოლო პერიოდში ნაყინის და ზოგადად ტკბილეულის მიმართულებით გააქტიურდა ფსტა და მისგან დამზადებული პროდუქტები. როგორც ირკვევა „პალომას“ ფსტის ნაყინი „დუბაის შოკოლადის“ პოპულარობამდეც ჰქონდა.
„ფსტის ნაყინი ჩვენ მანამდეც გვქონდა ასორტიმენტში, ვიდრე „დუბაის შოკოლადი“ პოპულარული გახდებოდა და ახლაც გვაქვს - საოჯახო ხაზში 450-გრამიანი შეფუთვით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ფსტის ნაყინი პოპულარული იყო მანამდეც, რადგანაც საკმაოდ ტრენდული გემოა და ახლაც სტაბილურად მოთხოვნადია“, - ამბობს გიორგი ჭიჭიკოშვილი.
სიგრილის ნაზი, სასიამოვნო არომატი, რომელსაც "პალომას" პროდუქციის დაგემოვნებისას შეიგრძნობთ წარმოებაში ბუნებრივი კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა. ნაყინი კარაქსა და შესქელებულ რძეზე მზადდება და უდავოდ გამორჩეული გემოთი და რბილი კონსისტენციით ხასიათდება.
კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს ევროპიდან ეწევა და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.
„წარმოების ნაწილში ვიყენებთ ევროპულ ნედლეულს. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არის დანიური კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ფასების ზრდის ტენდენციაა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ფასი და ასევე სტაბილური ხარისხი. მოგეხსენებათ „პალომას“ ბრენდი ბაზარზე 2005 წლიდან არსებობს და ჩვენი წარმატების ფორმულაც ჩვენი სტაბილურად მაღალი ხარისხია“, - აცხადებს საწარმოს ხელმძღვანელი.
დღეს „პალომას“ მთავარ გამოწვევად ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებაა. რისთვისაც კომპანია გაფართოებას გეგმავს და ახალი საწარმოს პროექტზე მუშაობს.
„ჩვენი გამოწვევა არის, რომ ქართულ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რადგანაც მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. თუმცა შემდგომ როდესაც გაფართოება დაიგეგმება, რაზედაც მუშაობა დაწყებულია და ბუნებრივია ბრენდი შესაძლოა სხვა მრავალი გზით განვითარდეს“, - ამბობს გიორგი ჭიჭიკოშვილი.
"პალომას" ასორტიმენტშია:
რბილი, ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის;
საოჯახო ნაყინი - ვანილის, შოკოლადის, მარწყვის, ყავის, ფსტის, ვანილისა და შოკოლადის;
ჭიქის ნაყინი - სტრაჩატელა, კრემბრიულე, ვანილის, შოკოლადის, ვანილისა და შოკოლადის;
პრემილაური ხაზით 250გრ. მუყაოს შეფუთვებში - ვანილის პლომბირი, მსოფლიოში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი იტალიური "სტრაჩატელა" და ფრანგული დესერტის - "კრემ ბრულეს" ნაყინები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.15:00
მიმდინარე წელს ქვეყანაში კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კი ქვეყანაში 59.9 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. კლება 60%-ია.
2025 წლის 6 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი უკრაინაა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოში 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა.