ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა - ჩინეთის ელჩი
ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.
ჩინეთის ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.
„ორივე ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობით, 2025 წელს ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდებოდა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რამაც ნაყოფიერი შედეგები გამოიღო და რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალი კვლავ ძალიან დიდია და სასაქონლო სტრუქტურისა და თანამშრომლობის მეთოდების მრავალფეროვნების კუთხით კიდევ არსებობს განვითარების შესაძლებლობა. საერთო ჯამში, ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა სწრაფად ვითარდება და პოზიტიური პერსპექტივები აქვს. ჩინეთი ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის მიმართ სრული ნდობით არის განმსჭვალული“, - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.
სხვა სიახლეები
26.10.2026.20:51
TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველოს ავსტრიაში ექსპორტზე გააქვს
26.10.2026.19:00
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ავსტრიაში ექსპორტზე 1 362.5 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 341.0 ათასი დოლარის.
საქართველოდან ავსტრიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიაში ყიდის:
• სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები - 266.1 ათასი დოლარი;
• ამწე, ჩასატვირთ-გადმოსატვირთი, საბურღი ან სატკეპნი და სხვა მანქანების და მოწყობილობების ნაწილები - 233.0 ათასი დოლარი;
• ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 181.3 ათასი დოლარი;
• ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 163.3 ათასი დოლარი;
• წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 140.6 ათასი დოლარი;
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ავსტრიიდან 53 978.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 59 724.7 ათასი დოლარის. კლება 9.62%-ია. საანგარიშო პერიოდში ავსტრიიდან კი ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული იყო.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ავსტრიიდან ყიდულობს:
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 2 922.7 ათასი დოლარი;
• სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2 645.0 ათასი დოლარი;
• კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2 412.7 ათასი დოლარი;
• ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 2 391.8 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 2 052.0 ათასი დოლარი;