მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ორგანიზებული ქსელების წილი 65%-მდე გაიზარდა - როგორ იცვლება ძალთა ბალანსი FMCG ბაზარზე

news image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლეკვინაძის განცხადებით, FMCG ბაზრის საკითხი კომპლექსურია და ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია პრემიერი მინისტრის ინიციატივა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო კომისიების შექმნის შესახებ. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მსგავსი მრავაუწყებიანი ფორმატის მუშაობა ხელს შეუწყობს ისეთი რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც ბაზარზე უფრო ჯანსაღი და დინამიური კონკურენციის გაძლიერებას უზრუნველყკფს.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ ეს კომისიური მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები ყოველთვის სცილდება ერთი უწყების შესაძლებლობებს და მნიშვნელოვანია, რომ როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ის რეკომენდაციები და დასკვნები რაც იქნება შემდგომ აღსრულების კუთხით იქნება ეფექტური, დარწმუნებული ვარ მიეხმარევა ამ ბაზარს უფრო ჯანსაღ და დინამიურ კონკურენციის შექმნააი. ახლა ბაზარს რასაც ჩვენ ვუყურებთ - 2023-დან გვაქვს ჩვენ ამ ბაზარზე მონიტორინგი, მიმდინარეობს აქტიური გამსხვილების პროცესი, ჩვენი შეფასებით ბაზარი არის 2025 წელს დაახლოწბით 14 მილიარდი ლარის მოცულობით. ჩვენ ვაფასებთ დაახლოებით 12 000-მდე სავაჭრო ობიექტს, რომელიც FMCG პროდუქტებით ვაჭრობს და რომლებიც დღგ-ს დეკლარირებას აკეთებენ - ამ მონაცემებზე დაყრდნობით გვაქვს ეგ ციფრი მიღებული და პლუს ამაში არ შედის აფთიაქები, რომლებიც ასევე ნაწილობრივ ყიდიან FMCG პროდუქციას. აქედან დაახლოებით 4 000-ზე მეტი არის ქსელური მაღაზიები, დანარჩენი არის სხვადასხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტები. .

თუ დავაკვირდებით დინამიკას, ორგანიზებული ქსელის მთლიანი წილი 65%-მდეა გაზრდილი, როდესაც მაგალითად 2020 წელს ის დაახლოებით 32%-ის ფარგლებში იყო. სამი მსხვილი კომპანიის წილი არის დაახლოებით უკვე 49 % ბოლო წელს განსაკუთრებით გაიზარდა და ის 32-დან 49%-მდე ავიდა. ხუთი მსხვილის წილი 44-დან 59%-მდე ავიდა. და რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ იმისთვის რომ კონკურენციის სააგენტოს მანდატი იმ საკითხებზე რაც დღეს პრობლემის სახით არის ზედაპირზე ამოტანილი - ქმედებაში აქტიურად იყოს გადაზრდილი - ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტი. ჩვენი კანონმდებლობით ერთი კომპანია უნდა ფლობდეს 40%-ს, სამი 50%-ზე მეტს და ხუთი 80%-ზე მეტს. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კონკურენციის კანონმდებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არ არის დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ჩვენ ვამბობთ, რომ გარკვეულ საკითხებში ძალაუფლების მეტი კონტექსტი არის ერთ მხარეს და ეს არის FMCG-ის მხარე, რომელსაც შეუძლია განსაკუთრებული კომერციული პირობები უკარნახოს განსაკუთრებით ახლად შექმნილ მცირე, საშუალო და შედარებით სუსტ მოთამაშეებს. ეს ასახულია ქეშბექების და სხვა შესვლის გადასახადების ზრდაში. . არა აქვს მნიშვნელობა ეს ტვირთი FMCG-ის მარჟაში მოხვდება ეს თუ დისტრიბუციის მარჟაში - მთლიანობაში ეს ფასწარმოქმნის რგოლში გარკვეულ ტვირთს ქმნის ჩვენი შეფასებით. ეს დინამიკა მზარდია ბოლო წლებში. და ამ ზრდაში არის მათ შორის წვლილი იმ მსხბილი დისტრიბუტორების და მიმწოდებლების, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან და მათ აქვთ რესურსი, რომ მაგალითად კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს ვინ უფრო უკეთეს პოზიციაზე მოხვდება ქსელში მეტი შეთავაზებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

ჯერჯერობით ჩვენი სააგენტოს და დღევანდელი კანონმდებლობის დაფარვის არეალში ეს პრობლემატიკა ვერ ხვდება. და საკითხი იმისთვის, რომ დაცული იყოს და წნეხი არ იყოს მცირე, საშუალო და ახლად შექმნილ კომპანიებზე, არ არსებობდეს მათთვის ქსელში შესის ბარიერი, აქ შეიძლება არსებობდეს საჭიროება დამატებითი მექანიზმების, რომელიც ხელს შეუწყობს და უფრო განავითარებს კონკურენციას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე საპარლამენტო და სამთავრობო კომისია საბოლოო ჯამში ამაზე იმსჯელებს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეავსებს დღეს არსებულ კონკურენციის კანონმდებლობას, რომ ის იყოს უფრო ეფექტური და აღჭურვილი აღსრულების ისეთი ქმედითი მექანიზმებით, რომ სექტორის დინამიურ ზრდასთან ერთად ხდებოდეს მცირე, საშუალო და ახლადშექმნილი კომოანიების დაცვა წნეხისგან.“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა

14.04.2026.19:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა