ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 5.2% შეადგინა - საქსტატი
2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (16.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (4.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2 პროცენტი), თევზეული (2.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (2.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1.7 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (0.8 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2 პროცენტი), თევზეული (16.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.3 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.36 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.2 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.9 პროცენტი).
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 10 - 14 ნოემბერი
10.11.2025.01:26
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 10 - 14 ნოემბრის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
10 ნოემბერი | გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2025 წლის III კვარტალი)
10 ნოემბერი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2025 წლის ოქტომბერი)
11 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)
13 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის ოქტომბერი)
14 ნოემბერი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)
14 ნოემბერი | საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის გამოკვლევის შედეგები (2024 წლის ბოლოსათვის)
14 ნოემბერი | ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლები (2024 წელი)
14 ნოემბერი | რესურსებისა და გამოყენების ცხრილები მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)
14 ნოემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების, დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2024 წლის წლიური, დაზუსტებული)
14 ნოემბერი | დანახარჯებისა და გამოშვების ცხრილი მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)
სებ-ის კალენდარი
10 ნოემბერი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა