ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს, რასაც ხელს დოლარის დასუსტება უწყობს - TBC Capital
ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს, რასაც ხელს დოლარის დასუსტება უწყობს. როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, თავად დოლარის კურსის ვარდნა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის განცხადებებმა გამოიწვია. პაუელმა ადმინისტრაცია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ოქრომ მიმდინარე კვირას აღმავალი ტენდენცია შეინარჩუნა, რასაც გრძელვადიან სტრუქტურულ ფაქტორებთან ერთად სპეციფიკურმა გარემოებებმაც შეუწყვეს ხელი. აშშ დოლარის დასუსტებამ, რაც ნაწილად ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა შიშებმა განაპირობა, ოქრო კიდევ უფრო მიმზიდველ აქტივად აქცია. ინვესტორები მას განიხილავენ, როგორც ინფლაციისგან დაზღვევის საიმედო საშუალების მაშინ, როგორც მსოფლიოს წამყვან სარეზერვო ვალუტას პრობლემების ექმნება“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6922 ლარი გახდა
02.03.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1606 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6922 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6922 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6759 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1606 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.