ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს, რასაც ხელს დოლარის დასუსტება უწყობს - TBC Capital
ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს, რასაც ხელს დოლარის დასუსტება უწყობს. როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, თავად დოლარის კურსის ვარდნა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის განცხადებებმა გამოიწვია. პაუელმა ადმინისტრაცია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ოქრომ მიმდინარე კვირას აღმავალი ტენდენცია შეინარჩუნა, რასაც გრძელვადიან სტრუქტურულ ფაქტორებთან ერთად სპეციფიკურმა გარემოებებმაც შეუწყვეს ხელი. აშშ დოლარის დასუსტებამ, რაც ნაწილად ფედერალური რეზერვის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა შიშებმა განაპირობა, ოქრო კიდევ უფრო მიმზიდველ აქტივად აქცია. ინვესტორები მას განიხილავენ, როგორც ინფლაციისგან დაზღვევის საიმედო საშუალების მაშინ, როგორც მსოფლიოს წამყვან სარეზერვო ვალუტას პრობლემების ექმნება“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
13.01.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1467 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6969 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6969 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1467 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1503 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0036 ლარი შეადგინა.