მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.8
-0.0105
flag
AZN 1.5867
-0.0022
flag
CNY 38.382
-0.0008
flag
EUR 3.1825
0.0128
flag
GBP 3.643
0.0138
flag
KZT 52.87
0.0044
flag
TRY 0.063
-0.0001
flag
USD 2.6975
-0.004

ოპტიმისტურია მომავალი წლების ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლები - საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება - ვახტანგ ცინცაძე

news image

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც განაპირობებს ბოლო წლებში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი და დაბალანსებული, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი კი ჯანსაღია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს - ქვეყნის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე მეტყველებს, რომ ის წარმატებით უმკლავდება ბოლო წლების გლობალურ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შოკებს, მათ შორის პოსტპანდემიურ პერიოდში. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ასევე ოპტიმისტურია მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლები - საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება.

„მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ლოგისტიკურ-სატრანსპორტო მიმართულების ფუნქცია გლობალურად იზრდება და მიწოდების ჯაჭვებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით განვითარებას. ასევე მისასალმებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება - რომ საქართველოს ეკონომიკა, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი ჯანსაღია. ფონდის შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.3% იქნება, რაც ფონდის მიერ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის კვლავ გაუმჯობესებული მაჩვენებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა 2025 წლის 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მიმართულებით არსებულ რეკორდულ შედეგებზე - ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 10% შეადგინა და მისი მოცულობა 6,6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, წელს იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ასევე რეკორდული იყო ექსპორტის მოცულობა ნოემბრის თვეში, ზრდამ 44% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ იზრდება საქონლით ექსპორტი, ასევე მნიშვნელოვნად სწრაფად მზარდია მომსახურების ექსპორტიც - ტრანსპორტის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა - 700 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ტურიზმის ექსპორტი 4,4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„იმისთვის, რომ ადგილობრივი საქონლის ექსპორტი გავზარდოთ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს არაერთი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური წარმოებები, რომლებიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეკონომიკური მაჩვენებლები ჯანსაღია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის - ვახტანგ ცინცაძე

23.12.2025.20:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს საინვესტიციო პროექტები შეაფასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ინვესტიციების მოზიდვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინვესტიციების რაოდენობა, არამედ ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ამაში ვგულისხმობთ სწორედ ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების გარდა, ასევე უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს, რაც ხარისხიან სამუშაო ადგილებს ქმნის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა "Eagle Hills" - ის პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სხვა ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი, რომელშიც, მისი ინფორმაციით, კერძო სექტორის დაინტერესება მზარდია. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად წაახალისებს ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციებს.

მინისტრის მოადგილის პროგნოზით, მომავალი 4 წელი საქართველოში ინვესტიციების შემოდინების კუთხით აქტიური და წარმატებული იქნება. ვახტანგ ცინცაძე, მათ შორის, ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადადის, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაზე.

„საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ეკონომიკური მაჩვენებლები ჯანსაღია და რისკები დაბალანსებულია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის. სწორედ ამიტომ საქართველო მზად არის, მიიღოს როგორც საერთაშორისო ინვესტიციები, ასევე წაახალისოს ადგილობრივი ინვესტიციები და შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა