მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელ პიტერ ანდრეოლისთან შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი შედგა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის პიტერ ანდრეოლისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, რომ მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესს და იმ გეგმებს, რაც სახელმწიფოს ამ პროექტის განვითარებასთან მიმართებაში აქვს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს შუა დერეფნის მარშრუტში, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ დარგს, მათ შორის როგორიცაა - ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა. 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა დიდი სურვილი და დადებითი მოლოდინები ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის თაობაზე, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს ზემოაღნიშნულ სექტორებში, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებში, როგორიცაა - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის, ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები. რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა

26.03.2026.20:06

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლს და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე. 

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროცესი დადებითად აისახება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.  

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელთა ექსპლუატაციაში სრულფასოვანი შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მონაწილის, კონკურენტუნარიანობა. 

მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უშუალოდ იმყოფებოდა პორტის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილზე გაეცნო პროექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა