ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა - ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8% | პრემიერი
ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.
„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი
13.02.2026.17:56
„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.