მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების დაწყება ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს, ეწინააღმდეგება კანონს ოკუპაციის შესახებ - ლევან დავითაშვილი

news image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსული ავიაკომპანიების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს პოზიცია ცალსახაა და გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას. ამ თემაზე ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.

„ამაზე ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია - საქართველო გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია და განცხადება, ამას მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ICAO. ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს, ეწინააღმდეგება კანონს ოკუპაციის შესახებ. ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ასევე რეაქცია - ჩვენი მხრიდან ეს ყოველთვის ღიად დაგმობილი იყო და ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვერ ხდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან უსაფრთხოების ნორმების შეფასება და შემოწმება ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად, ორგანიზაცია ცალსახად ამას არ აღიარებს. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამ შემთხვევაში რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზეა საუბარი.

პირველი ვიცე-პრემიერი ამ თემაზე საუბრისას ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პოზიცია ნათელია და დაფიქსირებულია ყველა დონეზე - რომ ოკუპირებული რეგიონში რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების დაწყება ცალსახად შეუსაბამობაშია საერთაშორისო კონვენციის წესებთან. ამასთან, მისი თქმით, ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად უსაფრთხოების ნორმები ამა თუ იმ აეროპორტში უნდა მოწმდებოდეს, რათა საერთაშორისო ფრენები, პირველ რიგში, მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხორციელდებოდეს.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და დაფიქსირებულია ყველა დონეზე, საჯაროდაც და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამაზე სპეკულაცია საჭირო არა არის. კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ განახორციელებენ ოპერირებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სანქცირებული კომპანიები მოახდენენ ოპერირებას, მაგრამ ჩვენ არ გვექნება მათზე გავლენის მოხდენის საშუალება, ეს არის ობიექტური გარემოება - ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული, ასევე არაღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ ლარის ავოკადო იყიდა

01.05.2025.19:00

ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:

  • ნიდერლანდები - 279.08 ტონა - 931.45 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 214.00 ტონა - 368.77 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 19.81 ტონა - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.00 ტონა - 0.09 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა