ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი - პრემიერი ანაკლიის პორტის ინვესტორზე
ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი, - ასე პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ გაჭიანურდა ანაკლიის პორტის ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმება. ირაკლი კობახიძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
„პირველ რიგში, რაც შეეხება ანაკლიას, არაფერი არ იწელება ერთი მარტივი მიზეზის გამო, სამუშაოები უკვე არის დაწყებული. რა თქმა უნდა გარკვეული დრო სჭირდება ხელშეკრულების გაფორმებას. ამ კუთხით შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზებია, რის გამოც ჯერჯერობით შეთანხმება არ არის ხელმოწერილი. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ აფერხებს სამუშაოების წარმართვას და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ მომავალშიც.მთლიანად მოლაპარაკებებს საქმეა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.