ქვეყნები, საიდანაც საქართველო ნუშის იმპორტს ახდენს
მიმდინარე წელს ნიშის იმპორტმა და ასევე ექსპორტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 157.4 ათასი დოლარის ღირებულების 71.9 ტონა ნუში იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 192.3 ტონა. კლება 63%-ია. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2025 წლის 6 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 2 ბაზრიდან განხორციელდა:
რაც შეეხება ნუშის ექსპორტს, აქ 83%-იანი კლებაა.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 56.5 ათასი დოლარის ღირებულების 13.0 ტონა ნუში იყიდა. 2024 წლის 6 თვეში კი 75.9 ტონა. საქართველოსთვის ნუშის მთავარი და ერთადერთი ექსპორტიორი ქვეყანა სომხეთია.
სხვა სიახლეები
გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა - ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას | ლაშა აბაშიძე
07.10.2026.19:56
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზი მთლიანობაში 18 კილომეტრიანი, სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
„უკვე გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა. ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18 კილომეტრიანი მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენს არსებულ მაგისტრალთან. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ასევე ყველა შესყიდვის პროცედურა განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.