ყველაზე მაღალი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა დააფიქსირა - როგორია საპენსიო ფონდის საინვესტიციო მაჩვენებლები
ნოემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა მოკრძალებული ზრდის ტემპი დააფიქსირეს, რაც საერთაშორისო აქციების ბაზრებზე ზრდის შენელებას უკავშირდებოდა, რასაც თავის მხრივ განაპირობებდა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა და მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივებთან დაკავშირებული განსხვავებული მოლოდინები.
ნოემბერში ყველაზე მაღალი, 0.58%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა დააფიქსირა, ხოლო დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების მომგებიანობამ შესაბამისად 0.39% და 0.20% შეადგინა.
შედარებით დაბალი თვიური ზრდის მიხედავად, დინამიკური პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობის კუთხით ლიდერობას ინარჩუნებს:
სხვა სიახლეები
საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი
16.01.2026.17:20
„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.