ნებისმიერი მაჩვენებლის გაანგარიშებისას ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო მეთოდოლოგიას - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი
„ნებისმიერი მაჩვენებლის გაანგარიშებისას ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო მეთოდოლოგიას“, - აცხადებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. გოგიტა თოდრაძემ დეტალურად განმარტა ის მექანიზმები, რაც სტატისტიკური მონაცემების სიზუსტეს უზრუნველყოფს. მისი თქმით, უწყების საქმიანობა მუდმივი საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა.
„ნებისმიერი მაჩვენებლის გაანგარიშებისას ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო მეთოდოლოგიას და სტანდარტებს და გარდა ამისა აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ ვამტკიცებთ ყოველთვის და ვასაბუთებთ, რომ ამ გზაზე ვდგავართ. თუმცა ამის რევიზიას და შემოწმებას რეგულარულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გახლავთ ევროსტატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ევროპის ეკონომიკური კომისია, გაერო და ასე შემდეგ. და სხვათა შორის, მათი შეფასებები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის და არ ყოფილა არც ერთხელ შემთხვევა, სადაც ამ ანგარიშში დაფიქსირებულიყო გადახვევა საქსტატის მიერ გამოყენებული მეთოდოლოგიის იმ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებიდან“, - აღნიშნა თოდრაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს - გოგიტა თოდრაძე
13.03.2026.23:50
საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს, რათა ოფიციალური სტატისტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს. უწყების ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტებზე ფოკუსირებული მიდგომის ნაცვლად პროცესებზე ორიენტირებული სისტემა უფრო შედეგიანია, რის მიხედვითაც უწყება მომავალ წლებში გარდაქმნებს საკუთარ მექანიზმებს.
„2026 წელს არსებული პრაქტიკიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ასევე ვგეგმავთ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ პროცესებზე ორიენტირებული სისტემის ფორმირებაში. ანუ დღევანდელი სისტემა, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, არის პროდუქტებზე ფოკუსირებული, დაფუძნებული, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით უკეთესი გახლავთ, ასე ვთქვათ, პროცესებზე ორიენტირებული სისტემა, რაზეც ვგეგმავთ გადავიდეთ მიმდინარე წლებში“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე,