მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ნათია თურნავამ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა  და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი ქალია.

ნათია თურნავამ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და ქალების ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შექმნილ ბარიერებზეც გაამახვილა ყურადღება.  სებ-ის პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსა მის როლს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიაში.

„2020 წელს ჩვენ დავნერგეთ ფინანსური განათლების პორტალი, ხოლო 2023 წელს დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია. ორივე დოკუმენტში ქალები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ.  ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მმართველობის გასაუმჯობესებლად. განახლებული კორპორაციული მმართველობის კოდექსის მეშვეობით, ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კვოტები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით ეროვნული ბანკის  სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ხარვეზისა და  სექტორში გენდერული ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 28 აპრილი - 2 მაისი

28.04.2025

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 28 აპრილი - 2 მაისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი: 

28 აპრილი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის თებერვალი)

30 აპრილი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)

30 აპრილი | ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)

30 აპრილი | ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)

30 აპრილი | უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის I კვარტალი)

30 აპრილი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)

2 მაისი | საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2024 წელი)

2 მაისი | საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაჩვენებლები (2024 წელი)

2 მაისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)

სებ-ის სტატისტიკა

30 აპრილი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან

30 აპრილი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები

30 აპრილი | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები

30 აპრილი | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები

30 აპრილი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა

30 აპრილი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა

30 აპრილი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა

30 აპრილი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა

1 მაისი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე

1 მაისი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით

1 მაისი | სავალო ფასიანი ქაღალდები

1 მაისი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები

1 მაისი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)

2 მაისი | წლიური ინფლაცია

2 მაისი | საშუალო წლიური ინფლაცია

2 მაისი | ყოველთვიური ინფლაცია

2 მაისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა