ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი წილი ანდობს თავის დანაზოგებს ლარს - ნათია თურნავა
გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
საიუბილეო მარკა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ გამოუშვა და საქართველოს ფოსტამ დაამზადა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიუბილეო მარკის გამოშვებისთვის და აღნიშნა, რომ ლარისადმი მიძღვნილი ახალი მარკების სერია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
მისივე თქმით, ლარის მიმართ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება ნდობა, რასაც ადასტურებს დეპოზიტების მზარდი მაჩვენებელი.
„თუ 15 წლის წინ ლარში დენომინირებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 30% იყო, ახლა 50-50%-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი წილი ანდობს თავის დანაზოგებს ლარს. ლარი რეალურად იქცა როგორც ანგარიშწორების, ასევე დაზოგვის, ინვესტირების სანდო საშუალებად და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.
საიუბილეო მარკის პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.
სხვა სიახლეები
25.09.2025.16:37
,,სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური. პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას", - ვლადიმერ ძნელაძე.
აღნიშნული პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ამასთან, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, იგი ასევე მოიაზრებს 5 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის (Data Center) შექმნას, რომელიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, რაც მის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group’’ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რო ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავებაა 27 მლნ. კვტ/სთ, ხოლო ჰესისა და მონაცემთა ცენტრის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 50 მლნ.აშშ. დოლარს შეადგენს.
ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ახალი სადგურის დამატება გაზრდის მწვანე ენერგიის წარმოების მოცულობას, გააძლიერებს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და დადებითად იმოქმედებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.
„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმი, საფუძველს უყრის მომავალ პარტნიორობას ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.