მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ნათია თურნავამ რეიკიავიკის ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილოება

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“ მიიღო მონაწილოება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიდგომის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია რისკების  მართვაზე ოპტიმალური შედეგების მისაღწევად.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობის პირობებში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად საქართველო სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.

“გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ცენტრალური ბანკები მაღალი გაურკვევლობის პირობებში აღმოჩნდნენ. ამ გამოწვევებზე რეაგირების ფარგლებში, მათ გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა, რამაც გლობალური ინფლაციის შემცირებას შეუწყო ხელი. თუმცა, დღევანდელი დისკუსიები ნათლად მიუთითებს, რომ ფასების სტაბილურობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამავდროულად ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. გაურკვევლობა კვლავაც მაღალია, რის ფონზეც რისკების ეფექტიანი მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამ მხრივ, საქართველო გამორჩეული მაგალითია: ეროვნული ბანკის დროული მონეტარული პოკიტიკის რეაგირების შედეგად, ინფლაცია შემცირდა და ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება. ორი წელია საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოსაა, მაშინ როცა ამავე პერიოდში რიგ ქვეყნებში მაღალი ინფლაცია კვლავ გამოწვევა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება მიღწეულია მაკროპრუდენციულ პოლიტიკასთან თანხვედრაში, რომელმაც უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების პირობებში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მომავლისკენ მიმართული სტრატეგია - რომელიც ეფუძნება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას და სცენარებზე ორიენტირებულ მონეტარული პოლიტიკურ ჩარჩოს - წარმოადგენს წარმატების ერთ-ერთ წინაპირობას. სწორედ ამ ლოგიკით, 2025 წლის იანვრიდან, ეროვნულმა ბანკმა გადაინაცვლა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ ეტაპზე, რომელიც დაფუძნებულია რისკების მართვის პრინციპებსა და სცენარებზე მორგებულ მიდგომაზე. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები და წამყვანი ეკონომისტები ადასტურებენ, რომ მსგავს მიდგომაზე გადასვლა მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში აუცილებელია. ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელიც უკვე გადავიდა ამ მიდგომებზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ხორბლის იმპორტის 34%-ი უკვე ყაზახურ ხორბალზე მოდის

12.05.2025.18:00

საქართველოში ხორბლის იმპორტი 3%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 15,539.62 ათასი დოლარის ღირებულების 63,326.98 ტონა ხორბალი იყიდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 61,436.26 ტონა. 

მიმდინარე წელს ქვეყანამ ყაზახური ხორბლის იმპორტი დაიწყო. თუ კი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტმა 21,236.46 ტონა შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი საერთოდ არ არის დაფიქსირებული. 

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ხორბლის ნომერ პირველი იმპორტიორი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:

  • რუსეთი - 42,089.82 ტონა;
  • ყაზახეთი - 21,236.46 ტონა;
  • გერმანია - 0.50 ტონა;
  • ავსტრია - 0.15 ტონა;
  • აშშ - 0.05 ტონა;
  •  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა