მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიისას სებ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები ჯანსაღია როგორც ეროვნული ბანკის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით.

"ჩვენი ეკონომიკა გამორჩეულ მდგრადობას ინარჩუნებს. მაღალია ეკონომიკური ზრდა და  ასევე სახეზეა ზრდის ტემპის ნორმალიზებაც. ის ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ტრენდს. არ შეიძლება ზრდა ყოველთვის ორნიშნა იყოს, თუ ძლიერი ახალი ფაქტორი არ გამოიკვეთა. სებ-ის პროგნოზით, ზრდა წელს 7,4%-ია. წამყვანმა საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გადახედეს მშპ-ს პროგნოზს ზრდის მიმართულებით, რაც 7-8 %-ს შორის მერყეობს. თუ შევადარებთ რეგიონს, ფართო რეგიონს, შუა დერეფანს, ევროკავშირის სამხრეთ ნაწილს და კანდიდატ ქვეყნებს, ეს არის ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არ ქმნის დამატებით წნეხს ინფლაციასთან მიმართებით. ეს მაჩვენებელი კი მეტნაკლებად პროგნოზის ფარგლებში ნარჩუნდება.

"მოგეხსენებათ, გვქონდა დაბალი ინფლაცია - საშუალოდ 1,1%, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე 3-ჯერ ნაკლები იყო. გვქონდა მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა. რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორიც დაფიქსირდა, რამაც თავისი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციის ზრდაში. ამავდროულად, ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც და მომავალ წელსაც ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საფინანსო სექტორზე და ხაზი გაუსვა მის მდგრადობას მიმდინარე შოკებთან მიმართებით. მისი თქმით, სექტორი არის მაღალკაპიტალიზირებული, შექმნილია საკმარისი კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის დონე და აქტივების ხარისხი მაღალია, ე.წ. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი კი მთელ პორტფელში ისტორიულად დაბალ, 2,6% - იან დონეზე ნარჩუნდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გლობალური გაციფრულების ტრენდში ქართული ბანკები და არასაბანკო საფინანსო სუბიექტები რეგიონში მოწინავე პოზიციებზე არიან. მისივე თქმით, მარეგულირებლისთვის გამოწვევაა კიბერუსაფრთხოება, მომხმარებლისთვის კი ბენეფიტს კონკურენცია, ახალი პროდუქტები და მეტი კომფორტი წარმოადგენს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მომგებიანობას და მის როლს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაფინანსების არხების დივერსიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ რეგიონალიზაცია არის პასუხი გლობალურ ფრაგმენტაციაზე.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პრეფერენციებში დარგობრივად ნომერ პირველია საფინანსო სექტორი და დიდი ბრიტანეთი. ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ორი დიდი ბანკის ვაჭრობასა და მიმზიდველობასთან ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ გავაჩინეთ ხელმისაწვდომობა გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, რაც ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ეროვნულ ვალუტას და ლარში დენომინირებული ინსტრუმენტებიც სულ უფრო მეტად ჩნდება“, - განაცხადა მან.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს  ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე

12.03.2026.19:20

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.

„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.

საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა