ნათია თურნავამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დაზღვევის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ფინანსური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
მან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია, მრავალფეროვანი პროდუქტები და გათვითცნობიერებული მომხმარებელი ეკონომიკის მდგრადად და გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
დაზღვევის პროდუქტები არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები. ისინი ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია. მათი მეშვეობით ფინანსური დანაკარგების რისკები იცვლება წინასწარ პროგნოზირებად შედეგებად, რაც მეტ სტაბილურობასა და ნდობას ქმნის ფინანსურ ბაზარზე“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავამ ისაუბრა საკრედიტო რისკების დაზღვევის მექანიზმზე, რასაც აქტიურად იყენებენ ფინანსურ სექტორში მოქმედი სესხის გამცემი სუბიექტები და ქმნიან სტაბილურ გარემოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
„დღევანდელ გარემოში, როცა გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკა მუდმივ ცვლილებებსა და გაურკვევლობას აწყდება, საკრედიტო რისკების დაზღვევა განსაკუთრებულად აქტუალური და საჭირო გახდა. საკრედიტო დაზღვევის პროდუქტი არა მხოლოდ ამცირებს ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების რისკს, არამედ ქმნის სტაბილურ საფუძველს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც მათ აძლევს საშუალებას უფრო გაბედულად მოიძიონ დაფინანსება და განვითარდნენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სადაზღვევო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოში “დაზღვევის შესახებ” პირველ კანონს 1997 წლის 2 მაისს მოეწერა ხელი, დაზღვევის დღე ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2022 წლის 2 მაისიდან აღინიშნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
სადაზღვევო სექტორი საქართველოს ფინანსური სისტემის სიმყარის ერთ-ერთი საფუძველია - ირაკლი ნადარეიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
02.05.2025.18:36