ნათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკროეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება.
რეიკიავიკის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. მათ შორის, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტი ჯონ ვილიამსი, ასევე, ისლანდიის, მონტენეგროს, იტალიის, ჩინეთის, დანიის და ევროკავშირის ქვეყნების სხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.
ორდღიანი შეხვედრის მთავარი სადისკუსიო საკითხებია მაკროეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის გამოწვევები, ასევე, თანამედროვე რეალობაში ცენტრალური ბანკების ცვალებადი როლი.
ეკონომიკური კონფერენციის მიზანი რისკების შემცირება და სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.
სესიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ გამოწვევებზე და გეოპოლიტიკის გავლენაზე საერთაშორისო ვაჭრობაში.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი
16.01.2026.17:20
„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.