ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს - ხაზინის აქტივების მართვისა და საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორს კატარჟინა მონიკა ზაიდელ-კუროვსკას, საკონსულტაციო და პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მარკო რუისსა და გილერმე ალვესს შეხვდა.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე.
მხარეებმა ცენტრალური ბანკების რეზერვების დაგროვებისა და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელობას სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად.
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამასთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, RAMP-ის მხარდაჭერით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვის შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა, „იყიდე და ფლობდე“ მიდგომიდან ის უფრო დახვეწილ, აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადავიდა.
„მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაიქმნა, დაინერგა რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდები რითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადო ადგილის დამკვიდრება შეძლო რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებმა შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან არის RAMP-ის წევრი, ხელშეკრულება კი 2024 წლის ოქტომბერში კიდევ სამი წლით განახლდა. ეროვნული ბანკი აგრძელებს RAMP-ის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებას რაც როგორც ვიზიტებით, ისე დელეგაციების მასპინძლობით გამოიხატება.
რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
28.04.2025
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 28 აპრილი - 2 მაისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი:
28 აპრილი | ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის თებერვალი)
30 აპრილი | ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)
30 აპრილი | ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2025 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2025 წლის I კვარტალი)
30 აპრილი | სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი)
2 მაისი | საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობაში (2024 წელი)
2 მაისი | საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მაჩვენებლები (2024 წელი)
2 მაისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის აპრილი)
სებ-ის სტატისტიკა
30 აპრილი | მონეტარული აგრეგატები მთლიან შიდა პროდუქტთან
30 აპრილი | ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები
30 აპრილი | კომერციული ბანკების კრებსითი აქტივები და პასივები
30 აპრილი | კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები
30 აპრილი | საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა
30 აპრილი | კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 აპრილი | მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
30 აპრილი | სესხის გამცემი სუბიექტებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სტატისტიკა
1 მაისი | საპროცენტო განაკვეთები ფულად და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე
1 მაისი | სახაზინო ფასიანი ქაღალდები მფლობელების მიხედვით
1 მაისი | სავალო ფასიანი ქაღალდები
1 მაისი | საშუალოთვიური გაცვლითი კურსები
1 მაისი | ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი (ყოველთვიური)
2 მაისი | წლიური ინფლაცია
2 მაისი | საშუალო წლიური ინფლაცია
2 მაისი | ყოველთვიური ინფლაცია
2 მაისი | სამომხმარებლო ფასების ინდექსი, 2010=100