მზარდი პოტენციალი არსებობს IT სერვისებში, მსუბუქ მრეწველობასა და წარმოებაში, სადაც იტალიური ტექნოლოგიური ცოდნა და გამოცდილება ეფექტურად შეიძლება გაერთიანდეს საქართველოს კონკურენტულ სამუშაო ძალასთან - ელჩი
იტალიის გამოცდილება ინჟინერიის, დიზაინისა და პროექტების მართვის სფეროში იდეალურად შეესაბამება საქართველოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებს და მის ამბიციას გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში იტალიის ელჩი.
მასიმილიანო დ'ანტუონოს განმარტებით, ამ მიმართულებით მზარდი პოტენციალი არსებობს IT სერვისებში, მსუბუქ მრეწველობასა და წარმოებაში.
„ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან სექტორებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და მშენებლობა, განახლებადი ენერგია, აგროსასურსათო გადამუშავება, ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა, ლოგისტიკა და წარმოება. ამ კონტექსტში, იტალიის გამოცდილებამ ინჟინერიის, დიზაინისა და პროექტების მართვის სფეროში იდეალურად შეესაბამება საქართველოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებს და მის ამბიციას გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი.
მზარდი პოტენციალი არსებობს IT სერვისებში, მსუბუქ მრეწველობასა და წარმოებაში, სადაც იტალიური ტექნოლოგიური ცოდნა და მცირე და საშუალო საწარმოების გამოცდილება ეფექტურად შეიძლება გაერთიანდეს საქართველოს კონკურენტულ სამუშაო ძალასთან. დამატებით, თანამშრომლობა განათლების, პროფესიული მომზადებისა და ინოვაციების ეკოსისტემებში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის შორის გრძელვადიან, მდგრად პარტნიორობას.
ამ ხედვის გათვალისწინებით, იტალიის საელჩომ, იტალიური სავაჭრო სააგენტოს ოფისთან მჭიდრო კოორდინაციით, 2024 და 2025 წლებში თბილისში წარმატებით მოაწყო ორი ბიზნეს-ფორუმი, რომლებმაც შეკრიბეს იტალიური კომპანიები და საქართველოს ორგანიზაციები და შესაბამისი უწყებები, რომლებიც აგროსასურსათო სექტორში და ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედებენ, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას ამ პერსპექტიულ მიმართულებებში“, - აცხადებს იტალიის ელჩი.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია
06.03.2026.15:49
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.