მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე - ილჰამ ალიევი

news image

მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები, არამედ გადავამისამართოთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით თურქეთამდე და შემდეგ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხად.

ილჰამ ალიევმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანზიტული როლის მნიშვნელობაზე.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანს, ეს არტერიაა, რომელიც დააკავშირებს მრავალ ქვეყანას, და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ სარკინიგზო თუ საავტომობილო გზით გადაზიდვების განხორციელების აუცილებლობაზე, საუბარი არ არის მხოლოდ აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებაზე, საუბარია საერთაშორისო სატრანზიტო დერეფანზე. ჩვენ აქტიურად ვდებთ ინვესტიციებს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში. ბოლო წლებში ჩადებულია მილიარდობით დოლარი, აშენებულია კასპიის ზღვაზე უმსხვილესი საერთაშორისო სავაჭრო პორტი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ მის გაფართოებაზე. აშენებულია რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთთან აკავშირებს საქართველოს ტერიტორიის გავლით. იზრდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობა იმის შედეგად, რომ არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი, ხდება საბაჟო ადმინისტრირების გამარტივება, თუმცა ასევე ეს დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, როდესაც სხვა სატრანზიტო გზები ხდება უფრო პრობლემატური. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზანგეზურის დერეფნის პოტენციალს ვაფასებთ საწყისს ეტაპზე 15 მილიონი ტონა ტვირთის მოცულობით. ჩვენ პრაქტიკულად ვასრულებთ რკინიგზის მშენებლობას სომხეთთან და ირანთან ჩვენს საზღვრამდე და ალბათ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, შესაძლოა, მომავალი წლის გაზაფხულზე, ამ გზის აზერბაიჯანული ნაწილი აშენებული იქნება“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება ტვირთების ტრანზიტი ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით. შენდება ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთი-თურქმენეთის რკინიგზა კასპიის ზღვაზე გავლით.

„ხედავთ, რამხელა ნაკადები უკვე მოდის და წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არა მხოლოდ მივიღოთ და დავამუშაოთ ტვირთები ბაქოს პორტში, არამედ ასევე გადავამისამართოთ ისინი საქართველოს გავლით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თურქეთამდე და შემდგომ ხმელთაშუა ზღვის პორტებამდე და ზანგეზურის გავლით, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სომხურ მხარეს არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. ალიევი აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება.

„ისინი თუ გააგრძელებენ მომავალშიც ამ პროცესის დაბლოკვას, აღმოჩნდებიან არა მხოლოდ სატრანსპორტო იზოლაციაში, რომელშიც დღეს იმყოფებიან, არამედ, გარკვეულწილად, პოლიტიკურ იზოლაციაშიც“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და ეფექტურია - მარიამ ქვრივიშვილი

21.07.2025.17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2025 წლის 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. როგორც მარიამ ქვრივიშვილი წერს, რეკორდული მაჩვენებლები სწორი პოლიტიკის, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოების შედეგია. 

„სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და ეფექტურია, მათ შორის ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა და პირდაპირი რეისების დამატება, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოება, რამაც განაპირობა 2025 წლის იანვარ-ივნისში რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან“, წერს მარიამ ქვრივიშვილი. 

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.

2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა