მუმბაის მიმართულების ამოქმედება ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს გააძლიერებს - თამარ იოსელიანი
აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. 2 აგვისტოდან, აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია INDIGO თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნესს და კულტურულ ურთიერთობებს ცალსახად გააძლიერებს.
,,2 აგვისტოდან, ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე 10 პირდაპირი ფრენა განხორციელდება,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი სააჰერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123% მატება დაფიქსირდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
24.07.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროსისტემის გამომუშავებამ 6 626,08 მლნ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც ჰიდროსადგურების გენერაცია 85%-ია. უფრო კონკრეტულად ჰიდროსადგურებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 5 612,07 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ჰოდროსადგურების გამომუშავების კუთხით ლიდერი მაინც ივნისის თვეა, ამ პერიოდში ჰესებმა სულ 1 327,53 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლეს.
მარეგულირებელი ჰესების მიერ 6 თვეში გამომუშავებულია 2 164,93 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია, ხოლო სეზონური ჰესების მიერ 3 447,14 მლნ კვტ/სთ. მცირე ჰესების გამომუშავებამ იანვარ-ივნისში 621,75 მლნ კვტ/სთ იყო.
რაც შეეხება თბოსადგურებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში მათ 971,58 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოეს. საანგარიშო პერიოდში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ ჯამში 42,42მლნ კვტ/სთ შეადგინა.