მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7058.5
0.0001
flag
AZN 1.5932
-0.0004
flag
CNY 37.858
0.0013
flag
EUR 3.1825
0.0026
flag
GBP 3.6677
-0.0025
flag
KZT 49.87
-0.0048
flag
TRY 0.0669
-0.0001
flag
USD 2.7094
-0.0006

მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია ინდოეთში - გივი დავითაშვილი IndiGo-ს მიერ ახალი მიმართულების დამატებაზე

news image

მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია ინდოეთში, - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი. მისი თქმით, ინდური ავიაკომპანია IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით უკვე მეორე მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას.

„მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo მეორე რეგულარულ მიმართულებას ამატებს საქართველოში. კერძოდ, 2 აგვისტოდან პირდაპირი ფრენები დაიწყება მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე. ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია IndiGo გასულ წელს 75 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. წელს, მხოლოდ ექვს თვეში კი ამავე მიმართულებით 56 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მუმბაი აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი და დელის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ჰაბია ინდოეთში. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მოზიდვას, ასევე გააადვილებს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას როგორც ინდოეთის, ისე აზიის სხვა მიმართულებებით“, - აცხადებს გივი დავითაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ ინდური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია IndiGo, თბილისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქიდან - მუმბაიდან შეასრულებს.

ავიაკომპანიის მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მუმბაი - თბილისი - მუმბაის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან იგეგმება. რეგულარული ავიარეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია IndiGo-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

IndiGo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2023 წელს შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს დელი - თბილისი - დელის საჰაერო ხაზზე ასრულებს და გასულ წელს ამავე მიმართულებით მიმართულებით 75 034 მგზავრს მოემსახურა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჰესების დომინანტური როლი ელექტროენერგიის გამომუშავებაში - 2025 წლის 6 თვის სტატისტიკა

24.07.2025.19:00

2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროსისტემის გამომუშავებამ 6 626,08 მლნ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც ჰიდროსადგურების გენერაცია 85%-ია. უფრო კონკრეტულად ჰიდროსადგურებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 5 612,07  მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ჰოდროსადგურების გამომუშავების კუთხით ლიდერი მაინც ივნისის თვეა, ამ პერიოდში ჰესებმა სულ 1 327,53 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლეს.

მარეგულირებელი ჰესების მიერ 6 თვეში გამომუშავებულია 2 164,93 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია, ხოლო სეზონური ჰესების მიერ 3 447,14 მლნ კვტ/სთ. მცირე ჰესების გამომუშავებამ იანვარ-ივნისში 621,75 მლნ კვტ/სთ იყო.

რაც შეეხება თბოსადგურებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში მათ 971,58 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოეს. საანგარიშო პერიოდში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ ჯამში 42,42მლნ კვტ/სთ შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა