მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე

news image

აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. 

 
პრემიერმა განმარტა, თუ რა არის უშუალოდ ქვეყნის პირდაპირი და ირიბი სარგებელი Eagle Hills-ის  პროექტიდან.  
 
„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ აშენდება, დაახლოებით, 16 000 ბინა, საერთო ფართი  იქნება, დაახლოებით, 1.6 მლნ კვ.მ. უშუალოდ საბინაო სივრცე, აქედან, დაახლოებით, 7 000 ბინა, სახლი აშენდება თბილისში და  9 000 გონიოს ტერიტორიაზე. ასევე, აშენდება სასტუმროები 1 400-ზე მეტი სასტუმრო ნომრით და დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დაიხარჯება ამ ნაწილში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ტურისტული ეფექტი ექნება ტურიზმის განვითარებისთვის ამხელა ინვესტიციას, უშუალოდ სასტუმროების მიმართულებით. 
მთლიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება, დაახლოებით, 11 მლრდ ლარი, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ წელს, პირველად ისტორიაში, გადაცდება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩვენი ეკონომიკა 100 მლრდ ლარს. წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით ამის 10%-ზეა საუბარი, რასაც მარტო ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი მოუტანს საქართველოს. საუბარია კოლოსალურ ეკონომიკურ მოგებაზე, რომელსაც ამ პროექტიდან მიიღებს ჩვენი სახელმწიფო", -  განაცხადა პრემიერმა.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

26.11.2025.14:11

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა  15 საწარმომ  34,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 10 მლნ ლარზე მეტის  შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია  შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს აღემატება.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა