მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა დაიწყო - ვინ ესწრება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრება როგორც მსხვილი ასევე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ბიზნესის წარმომადგენლები შესვლისას ვერ აკონკრეტებდნენ რა საკითხზე გაიმართება მსჯელობა. ბიზნესთან ერთად შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც ესწრებიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობასა და აქტივების ხარისხში - ენდრიუ ჯუველი
16.01.2026.17:20
„საბანკო სექტორი ჯანსაღი რჩება, რაც ასახულია ბანკების ძლიერ კაპიტალში, მოგებაში, ლიკვიდურობაში და აქტივების ხარისხში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„მიუხედავად ამისა, მუდმივი სიფრთხილე აუცილებელია, თუ გავითვალისწინებთ უცხოური ვალუტით არაჰეჯირებული საბანკო სესხების წილს, სამომხმარებლო სესხების სწრაფ ზრდას და უძრავი ქონების დეველოპერების მიერ უცხოური ვალუტით გაცემული უფრო სარისკო ობლიგაციების გამოშვებას და სესხებს“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.