მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ინიციატივასა და რეფორმაზე, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უზრუნველყოფს - ვახტანგ ცინცაძე

news image

2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიუხედავად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ გამორჩეული შედეგი აჩვენა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დივერსიფიცირებულ ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ინფორმაციებისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, დამამუშავებელი მრწეველობის, საფინანსო და სადაღვეო საქმიანობებისა და სხვა სექტორებმა შეიტანა.

როგორც ვახტანგ ცინცაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები - ექსპორტის მოცულობამ 7.3 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა, ზრდამ კი 11%-ს გადააჭარბა. მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა ადგილობრივი ექსპორტის ზრდაზეც, რომელმაც წინა წელთან შედარებიღ 12,5 პროცენტი შეადგინა.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, ტურიზმი და ამ სექტორიდან მიღებული შემოსავალია - ეკონომიკამ ტურიზმიდან 4,7 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, წინა წლის მაჩვენებელთან ზრდამ კი 6 პროცენტს მიაღწია.

„ყოველივე ზემოაღნიშნული, მყარ საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები 2026 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებზე, ინიციატივებსა და რეფორმებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას მოემსახურება და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უზრუნველყოფს," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾15 მილიარდი დახარჯეს

30.01.2026.15:49

2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.9 მილიონი შეადგინა, რაც 6.2 პროცენტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.

2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.2025 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.3 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.6 მილიონი), თურქეთისა (1.2 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 43.0 პროცენტს შეადგენდა.

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 1.6 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 

2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა და 2 187.3 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა