მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და ქვეყნის გამთლიანება - ლევან დავითაშვილი

news image

მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა  უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის - სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ეს ორი სტრატეგიული მიზანია გაცხადებული და დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ არის ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.

 

ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. თქვენ იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის - სიღარიბის დაძლევის კუთხით. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების შედეგად ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.

 

ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ  მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს - აქაც  გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი ასევე იმატებს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა