მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი

news image

საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

დუბაიში მიმდინარე მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას გამხსნელი სიტყვის ფარგლებში ის პროგრესი და წარმატება გააცნო, რომელიც საქართველოს აქვს ეკონომიკის და სხვა არაერთი მიმართულებით, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე არსებულ და პოტენციურ ინვესტორებთან, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე - ინვესტიციების მომავალი.

„ეს ჩვენთვის მორიგი შესაძლებლობაა, რომ დავაინტერესოთ პოტენციური ინვესტორები - საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. მეორე მხრივ შეხვედრები გვქონდა მსოფლიო ლიდერებთან, ხელისუფლებათა წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის - ნათია თურნავა

14.04.2026.13:53

საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ განაცხადა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის, რადგან ქვეყანა დღეს ძლიერი ეკონომიკური პოზიციებით ხვდება გლობალურ შოკებს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობას რისკების მინიმიზაციისთვის.

,,ეს შეხვედრები იმ დროს იმართება, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა - გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და, სავარაუდოდ, ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკაზეც. კარგია, რომ ჩვენ მომზადებულები ვხვდებით ამ შოკს, რადგან გვაქვს ისტორიულად მაქსიმალური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები , ძლიერი ფისკალური მდგომარეობა და მყარი ეკონომიკური ზრდა”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს ინვესტორებთანაც გამართავს, რათა საქართველოს მიმართ არსებული მაღალი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ვისარგებლებთ შემთხვევით და გავმართავთ ე.წ road show-ს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შევხვდებით გლობალურ ინვესტორებსა და დიდ ფონდებს საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა