მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2025 წლის რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი დაიკავა

news image

2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში, ორივე - როგორც პოზიცია, ასევე ქულა გაიუმჯობესა.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" ინდექსში საქართველოს წარმატების აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნული რეიტინგი ზომავს, თუ ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუტები რამდენად აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას გააკეთონ საკუთარი ეკონომიკური არჩევანი. 

რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, აფასებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს, ვალუტის სტაბილურობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას და სხვა მახასიათებლებს.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება" ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. ესენია მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა&საკუთრების უფლებები, წვდომა მყარ ვალუტაზე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები (კრედიტი, შრომა და ბიზნესი). 

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას: ჩეხეთი, ავსტრია, შვედეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბელგია, სლოვაკეთი, იტალია, ნორვეგია, რუმინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, სლოვენია პოლონეთი და უნგრეთი. ამასთან, საქართველო რეიტინგში უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, მოლდოვა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა და თურქეთი) და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი, 10 ქულიანი საუკეთესო შეფასება აქვს შემდეგ კომპონენტებსა და ქვე-კომპონენტებში: ზედა ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში ნომინირებული საბანკო ანგარიშები; შავ ბაზარზე არსებული ვალუტის გაცვლითი კურსებთან მიმართებით არსებული მდგომარეობა; ზედა ზღვრული საშემოსავლო გადასახადი (top marginal income tax); ზედა ზღვრული შემოსავალი და სახელფასო საგადასახადო განაკვეთი (Top marginal income and payroll tax rate); კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება; საპროცენტო განაკვეთების რეგულირება/უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთები.

რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი პოზიტიური ფაქტორებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი რეგულირება, დაბალი ინფლაცია, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება" შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

02.10.2025.19:59

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.

საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და  უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს.  ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე. 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა