მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 5.5%-ზე შეინარჩუნა

news image

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად 5.5%-ზე შეინარჩუნა.

მსოფლიო ბანკი „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების“ ივნისის განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო ეკონომიკა 2025 წელს 2.3%-ით გაიზრდება, ხოლო 2027 წელს 2.5%-ით.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება, ხოლო 2026 წელს 5%.

სამხრეთ კავკასიაში ზრდის პროგნოზი 2025 წელს 3.6 პროცენტამდე და 2026-27 წლებში 3.4 პროცენტამდე შენელდება. აზერბაიჯანში ზრდაზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ნავთობის წარმოების შემცირება, გლობალური მოთხოვნის შესუსტებასთან და ნავთობის ფასების შემცირებასთან ერთად.

სომხეთსა და საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელდება, რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებას და რეექსპორტის შენელებას ასახავს.

რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, 2025 წელს მათი ეკონომიკური ზრდა მსოფლიო ბანკის გათვლებით ასეთი იქნება: სომხეთი 4.0%, აზერბაიჯანი 2.6%, რუსეთი 1.4%, თურქეთი 3.1%.

2025 წელს უკრაინის ეკონომიკური ზრდა 2.0%-ზეა ნავარაუდევი. 

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

21.01.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6950 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1604 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა