მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით - ლაშა ხუციშვილი
მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან და ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის არაერთ პრიორიტეტულ სფეროს.
მისი თქმით, როგორც რეფორმებით, ისე ეკონომიკური განვითარებით საქართველო გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში არამედ მსოფლიოში.
„ბოლო 5 წლის პროგნოზით, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. ჩვენ საუბარი გვქონდა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. გარდა ამისა, განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომელთა განხორციელებასა და დაფინანსებაში მსოფლიო ბანკი ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. ეს იქნება როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლის სისტემები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან. მსოფლიო ბანკი რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინვესტორად საქართველოში, რომელსაც განხორციელებული აქვს 5 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 23.4%-ით გაიზარდა l საქსტატი
სხვა სიახლეები
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე - ვახტანგ ცინცაძე
20.04.2026.12:03
„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, რაც განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრ ზრდაში აისახა" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი განმარტებით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ასევე რეკორდულია იანვარ–მარტის ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, კერძოდ იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 75%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 1 მლრდ 120 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიღწეული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას.
„საგარეო ვაჭრობის მიმდინარე შედეგების მიხედვით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეხმარება კერძო სექტორს რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში", - განმარტავს ვახტანგ ცინცაძე.
მისივე თქმით, მთავრობის პროგნოზით აღნიშნული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.
„მსგავსი ტენდენციები შეუწყობს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.