მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7090.3
0.0004
flag
AZN 1.5912
-0.0005
flag
CNY 38.068
0.0011
flag
EUR 3.1223
0.005
flag
GBP 3.5422
0.0082
flag
KZT 52.05
-0.0002
flag
TRY 0.0637
-0.0001
flag
USD 2.7056
-0.0006

ბოლო ხუთი წელიწადში საქართველომ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა, ქვეყანა ძალიან მდგრადია შოკების მიმართ - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

news image

საქართველოს ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგი შედეგები აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა.

მისივე თქმით, საშუალო შემოსავლიანი ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭიროა ინვესტიციები, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციები.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. ის ასევე ძალიან მდგრადია შოკების მიმართ. ეს ანგარიში განიხილავს, თუ რა სჭირდებათ ქვეყნებს, რათა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდან გახდნენ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. ძალიან ცოტა სახელმწიფომ მოახერხა ეს 34 წლის განმავლობაში, მხოლოდ 34-მა ქვეყანამ. საქართველოში ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხითაც.

კიდევ ერთი საკითხია ტალანტებთან დაკავშირებით. გვაქვს თუ არა ინფორმაცია ტალანტების განაწილების შესახებ? ეს პატარა ქვეყანაა. ასე რომ, სწორად ანაწილებთ თუ არა ტალანტებს ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ძირითადი ჩარჩო, რომელსაც ეს ანგარიში მოიცავს, ამბობს, რომ გჭირდებათ სამი ძირითადი ნაბიჯი საშუალო შემოსავლიანი ქვეყნიდან, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ესენია ინვესტიციები, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციები.

ვფიქრობ, საქართველოს ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგი შედეგები აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა.

საქართველო – მაღალი შემოსავლისკენ ზრდა, – ამ სახელწოდებით მსოფლიო ბანკმა თბილისში საჯარო ღონისძიება გამართა, რომელსაც ეკონომიკური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა - TBC Capital

25.11.2025.13:00

2025 წლის ოქტომბერში თბილისში 4,129 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 13%-ით აღემატება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის მიხედვით, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ განაპირობა დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებამ.

„საშუალო გასაყიდი ფასი 1,347 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 4%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელმა ფასმა 10.1 $/კვ.მ შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ბაზრის მოცულობამ $369 მილიონს მიაღწია და წლიურად 21%-ით გაიზარდა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა