მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს

news image

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი გამოსამშვიდობებელ მიმართვას აქვეყნებს.

მოლინეუსი ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, მიმდინარე წლის სექტემბერში კი მას როლანდე პრაისი შეცვლის.

Business Insider Georgia მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: 

გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,

საქართველოში ყოფნის ბოლო ოთხი წლის მანძილზე ბევრი ვიდეო, ინტერვიუ და მედიაგამოსვლა ჩავწერე. თუმცა, დღევანდელი მიმართვა ალბათ ყველაზე რთულია. რატომ? იმიტომ რომ თქვენთან დამშვიდობება მიწევს, უნდა გითხრათ ნახვამდის!

ეს მართლაც სასიხარულო და ამავდროულად სევდიანი მომენტია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისთვის. სასიხარულოა იმიტომ, რომ ჩვენ შევძლებთ შინ, ვაშინგტონში დაბრუნებას, ჩვენს მეგობრებთან კვლავ შეხვედრას, და მე გავაგრძელებ მუშაობას მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე, რომლის მიზანია სატრანსპორტო სექტორის დეკარბონიზაციის, გლობალური ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, ასევე ვიმუშავებ ციფრული განვითარების საკითხებზე, რაც მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის და ბანკისთვის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად და წინსვლისთვის.ხოლო სევდიანია იმოტომ, რომ მე და ჩემი ოჯახი ვტოვებთ საქართველოს, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჩვენთვის მართლაც ძვირფას ადგილად იქცა.

ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგია იყო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოზიციაზე მუშაობა აქ, საქართველოში გასული ოთხი წლის მანძილზე.

თუმცა, რეალურად მე ვარ ნაწილი საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამისა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო, როცა ქვეყანამ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა აირჩია და ეს პროცესი გრძელდებოდა 2000-იან და 2010-იან წლებში.

ამ ათწლეულებში ჩაეყარა საფუძველი ინსტიტუტების მშენებლობას, მტკიცე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს, რომელმაც სტიმული მისცა ახლანდელ ეკონომიკურ ზრდას და შესაძლებელი გახადა მაშინდელი სიღარიბის განახევრება მიმდინარე ათწლეულში. ბოლო 4 წლის განმავლობაში პირადად მქონდა პატივი მემუშავა უდიდეს გამოწვევებზე, როგორიც იყო COVID-19-ის პანდემია და მთავრობისთვის ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერა, ასევე, პარალელურად სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების განვითარება საქართველოში.

ციფრული განვითარების მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პროექტი Log-in Georgia, რომლის მიზანია 5,000 სოფლის დაკავშირება ინტერნეტთან.

ასევე, თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი მოექცევა კავშირების განვითარების დღის წესრიგში სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ. აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობა და მისი გაფართოება შესაძლებელს გახდის საქართველოს დაკავშირებას ევროპასთან წყალქვეშა ენერგო და ციფრული კაბელის საშუალებით.

ეს პროექტები, რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებით დახმარებას ვუწევთ მთავრობას, მართლაც განსაკუთრებულია ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამასთან ერთად, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. კოლეგებო და მეგობრებო, მსურს, ჩემი უსაზღვრო მადლიერება გამოვხატო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომელთაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს და შვილივით მიმიღეს.

დიდი მადლობა ჩვენს კლიენტებსა და სამთავრობო პარტნიორებს, რომელთაც ქვეყნის რეფორმირებისა და ევროპული მომავლისადმი მტკიცე ხედვა ჰქონდათ. ასევე, დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საელჩოებს, განვითარების მიმართულებით მომუშავე ჩვენს პარტნიორებს გასული ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის. და ბოლოს, დიდი მადლობა როგორც კერძო სექტორს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც წარმოადგენდნენ ბევრი რეფორმის საყრდენს და თავიანთი ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ჩვენი პროგრამების განხორციელებაში.

დასასრულს, მსურს, ყველას გულითადი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ ოჯახის წევრებად მიგვიღეთ, და მოუთმენლად ველით საქართველოში დაბრუნებას, რათა კვლავ გავხდეთ ამ შესანიშნავი საზოგადოებისა და ოჯახის ნაწილი.

დიდი მადლობა! გაუმარჯოს საქართველოს!

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის" პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი - მარიამ ქვრივიშვილი:

18.11.2025.10:05

„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის" პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო,  შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა,  ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის  ტერიტორიას, რომლებიც  მრავალი  წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე -  ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს. 
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის" მფლობელია. 
 
„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე - ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს ვემუშავებით, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი" - აღნიშნა მინისტრმა. 
 
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელწიფოს როლია, რომ სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით  ინვესტორთან ისაუბროს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა