მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკმა მორიგი ანგარიში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალურმა ეკონომიკამ მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მდგრადობა გამოავლინა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2026 წელს კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა შემდეგი პროცენტული მაჩვენებლებით გაიზრდება:
მსოფლიო ბანკის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია შენელდეს და 2026 წელს 3.3 პროცენტს, ხოლო 2027 წელს 3.1 პროცენტს გაუტოლდეს.
სომხეთსა და საქართველოში კერძო მოხმარება მოსალოდნელია შენელდეს, რადგან ეკონომიკური აქტივობა მაღალი საბაზისო მაჩვენებლიდან ნორმალიზდება, ხოლო ფულადი გზავნილების შესუსტება და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირება, პროგნოზების მიხედვით, ზეწოლას მოახდენს მიმდინარე ანგარიშების ბალანსზე.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოში მიღწეული წინასწარი სამშვიდობო შეთანხმება მოსალოდნელია გააძლიეროს რეგიონული სტაბილურობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.
როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026“ არის აღნიშნული, 2026 წელს:
სხვა სიახლეები
როგორია ქვეყნის მასშტაბით Lexus-ის მარკის ავტომობილების გადანაწილება
14.01.2026.19:00
2025 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში ოფიციალურად 26 200 ერთეული Lexus-ის მარკის ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 2024 წლის ბოლოსთვის კი ქვეყანაში 23 317 Lexus-ი იყო. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი Lexus-ის მარკის ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული.
როგორია ქვეყნის მასშტაბით Lexus-ის მარკის ავტომობილების გადანაწილება:
ქ. თბილისი: 16 246
აჭარის არ: 2 606
იმერეთი: 1 746
ქვემო ქართლი: 1 611
შიდა ქართლი: 1 094
კახეთი: 982
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 652
სამცხე-ჯავახეთი: 553
მცხეთა-მთიანეთი: 356
გურია: 264
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 90
